Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო დღეს თავისი არსებობის მანძილზე


ნატო დღეს თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფართოვების დღესასწაულს ზეიმობს-დღეს ჩრდილოატლანტიკური

ნატო დღეს თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფართოვების დღესასწაულს ზეიმობს-დღეს ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის წევრები ოფიციალურად გახდნენ ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოპ სხეფერმა, ბრიუსელში, ნატოს შტაბ- ბინაში ახალი წევრების დროშების აღმართვის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა, რომ ალიანსის კარები მსურველთათვის კვლავაც ღია რჩება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოთა რიცხვი გაფართოვების შემდეგ 26-სს გაუტოლდა.

დღესვე ბრიუსელში ატლანტიკური ალიანსის ახალმა წევრმა რუმინეთმა მეზობელ მოლდოვასთან ბალკანეთის ცამეტწლიანი კონფლიქტის საკითხი წამოჭრა. როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მოლდოვასა და დნესტრისპირეთის პრობლემა არა მხოლოდ რუმინეთის, მთელი ალიანსის საფიქრალი უნდა იყოს.


დღესვე გაფართოვებული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველ შეხვედრაზევე ალიანსის პრიორიტეტულ მიმართულებად ავღანეთი დასახეს. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ ქალაქში ნატოს ჯარების შემადგენლობის გაზრდის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ნატოს როლის გაფართოვება ასევე მნიშვნელოვნად ჩათვალა ერაყშიც. განსაკუთრებით 1 ივნისის შემდეგ.


XS
SM
MD
LG