Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა


ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ გამოაცხადა, რომ გაიცა შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის დაპატიმრების ორდერი.

ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ გამოაცხადა, რომ გაიცა შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის დაპატიმრების ორდერი.
კოალიციის წარმომადგენელმა დან სენორმა თქვა, რომ ორდერი გაიცა შარშან მეტოქე სასულიერო პირის მკვლელობასთან დაკავშირებით. [სენორის ხმა] "სასამართლომ გასცა მოყტადა ალ-სადრის დაპატიმრების ორდერი და ეს მოხდა იმ მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც მოყტადა ალ-სადრს აკავშირებს ბატონ ალ-ხოეის მკვლელობასთან. ამ ინციდენტის დროს ბატონ ალ-ხოეის რამდენჯერმე ჩასცეს დანა და სასიკვდილოდ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით მსოფლიოს ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის წინ..." სენორის თქმით, ორდერი რამდენიმე თვის წინ არის გაცემული. შეკითხვაზე, თუ რატომ არ აღასრულეს ორდერი აქამდე, სენორმა განაცხადა, რომ დაპატიმრების დრო ერაყის სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. დღეს გრძელდებოდა შეტაკებები სადრის მომხრეებსა და კოალიციის ჯარებს შორის.
XS
SM
MD
LG