Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა


ლიტვის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან როლანდას პაქსასის გათავისუფლებას.

ლიტვის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან როლანდას პაქსასის გათავისუფლებას.
დეპუტატთა უმრავლესობა დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს, რომლის თანახმად პაქსასმა კონსტიტუციის სამი მუხლი დაარღვია: უკანონოდ მიანიჭა ლიტვის მოქალაქეობა რუს ბიზნესმენს, რომელმაც მისი საარჩევნო კამპანია დააფინანსა; დაარღვია კანონი სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ; და ზეგავლენა მოახდინა პრივატიზაციის პროცესზე. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელი იყო, 141-ადგილიანი სეიმის დეპუტატთაგან (სამიდან თითოეულ კენჭისყრაში), სულ ცოტა, 85 პარლამენტარს დაეჭირა მხარი პაქსასის გადაყენებისთვის. პირველსა და მეორეში იმპიჩმენტის მომხრე აღმოჩნდა 86 დეპუტატი, ხოლო მესამე კენჭისყრაში - 89. პაქსასი ევროპაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. ლიტვის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა პარლამენტის სპიკერს არტურას პაულაუსკასს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG