Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის


დღეს, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

დღეს, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში რევაზ ადამიამ და ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-მარი გეენომ. რევაზ ადამიამ თავის თანამოსაუბრეს უთხრა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის აფხაზეთის საკითხი პრიორიტეტულია და აუცილებელია გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს სამდივნოსა და საქართველოში მოქმედ მისიას შორის. თავის მხრივ, ჟან-მარი გეენომ აღნიშნა, რომ გაეროსთვის მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევა. აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილია გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა აფხაზეთთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG