Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში გაათავისუფლეს წარმოშობით მაროკოელი მუნირ


გერმანიაში გაათავისუფლეს წარმოშობით მაროკოელი მუნირ ელ-მოტასადეყი, რომელსაც ტერორიზმში ედება ბრალი.

გერმანიაში გაათავისუფლეს წარმოშობით მაროკოელი მუნირ ელ-მოტასადეყი, რომელსაც ტერორიზმში ედება ბრალი.
გასული წლის თებერვალში გერმანიის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორთათვის დახმარების გაწევაში. მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლომ ახლახან განკარგულება გასცა, გადაესინჯა საქმე, ვინაიდან პირველ პროცესზე არ იყო მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება. საქმის შემდგომ განხილვამდე მოტასადეყი განთავისუფლებული იქნება.

XS
SM
MD
LG