Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ


ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყნის სამ ქალაქს ნაწილობრივ ან მთლიანად აკონტროლებენ

ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყნის სამ ქალაქს ნაწილობრივ ან მთლიანად აკონტროლებენ
შიიტ მაჰმადიანთა შეიარაღებული რაზმები. ერაყში მოქმედი აშშ-ის სამხედრო შენაერთების სარდლის, რიკარდო სანჩესის განცხადებით, შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის მხარდამჭერმა მეჰდის არმიამ ქალაქი ელ-კუთი აიღო, და დაიკავა ქალაქ ნაჯაფის რამდენიმე რაიონი. კუფის მცხოვრებთა ინფორმაციით, შეიარაღებულ მეამბოხეთა რაზმები ამ ქალაქის ზოგიერთ უბანსაც აკონტროლებენ. ცხარე შეტაკებები გრძელდება სუნიტებით დასახლებულ ქალაქ ფალუჯასა და შიიტების ქალაქ ქარბალაში, სადაც მეჰდის არმიამ შეუპოვარი ბრძოლა გაუმართა საერთაშორისო კოალიციის პოლონელსა და ბულგარელ ჯარისკაცებს. ფალუჯის საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, ბოლო ოთხი დღის განმავალობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-მდე ერაყელი დაიღუპა. დანაკარგი კოალიციის ძალებმაც განიცადეს. 35 დაღუპული ჯარისკაციდან უმრავლესობას ამერიკელები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG