Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის ნაციონალური რადიოს ინფორმაციით


ბულგარეთის ნაციონალური რადიოს ინფორმაციით, დღეს ერაყში კოალიციის შემადგენლობაში მყოფი ბულგარული საჯარისო

ბულგარეთის ნაციონალური რადიოს ინფორმაციით, დღეს ერაყში კოალიციის შემადგენლობაში მყოფი ბულგარული საჯარისო


შენაერთების მებრძოლთა ოჯახის წევრებმა ბულგარელების სამშობლოში დაბრუნება მოითხოვეს.
ჯარისკაცების ახლობლებმა ბულგარეთის სამხრეთით, ქალაქ კაზანლაკში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე განაცხადეს, რომ 480 ბულგარელი ახალგაზრდა ერაყში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა და არა საომრად.
ამასთან დაკავშირებით ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება შეცდომა ანუ იმის სიგნალი იქნებოდა, რომ ბულგარეთი პირველივე დაბრკოლებაზე მხარდაჭერის გარეშე ტოვებს კოალიციას.
ბულგარეთის მთავრობაზე სამხედრო შენაერთების ერაყიდან გამოყვანის ზეწოლა დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ იწყება, რაც კარბალაში შიიტებთან შეტაკების შედეგად 5 ბულგარელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG