Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ახალ საგადასახდო კოდექსზე მუშაობის დასრულებას შემოდგომაზე გვპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთვარობა 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას ასრულებს. პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლება აცხადებს,

რომ 20 აპრილისათვის მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი უკვე მზად ექნება. ამის შემდეგ საბიუჯეტო დებატები საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. მანამდე კი მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ 2004 წლის კანონში გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება, თუმცა მთავრობის წევრები აქვე აღნიშნავენ, რომ მომავალი წლისათვის საბიუჯეტო მაჩვენებლები და თანხები, რომელიც სამინისტროების დასაფინანსებლად იქნება საჭირო, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს განცხადება გვაფიქრებინებს, რომ უწყებათა ხელმძღვანელები ამჟამად მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით მთლად კმაყოფილნი არ უნდა იყვნენ.

ბოლო მონაცემებით, წელს განათლების სამინისტრო 18 მლნ.ლარს მიიღებს, უშიშროების სამინისტროსათვის 15 მლნ-ია გათვალისწინებული, სოფლის მეურნეობას 25, ენერგეტიკას კი 39 მილიონი ერგო. ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს დასაფინანსებლად მთავრობა მხოლოდ 3 მლნ. 800 ათასს ლარს იმეტებს. ყველაზე მსუყე დაფინანსება კი ჯანდაცვას ერგო, რომელიც თავისი პროექტების რეალიზებისათვის 440 მილიონს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მინსტრთა კაბინეტი ჯერჯერობით კოლექტიური პასუხისმგებლობის მთავრობის იმიჯით სარგებლობს და საჯარო უკმაყოფილების გამოხატვას ერიდება, ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრმა თამარ სულუხიამ მაინც შეძლო "მოკრძალებული პროტესტის" დაფიქსირება. სულუხიას თქმით, 3 მილიონი ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი იმის გასაკეთებლად, რაც მის უწყებას აქვს ჩაფიქრებული. მინისტრს მაგალითად მოჰყავს საავტომობილო გზები და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხით საქართველოს გზების სრულფასოვანი რემონტი და რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.

სანამ ახალი ბიუჯეტის ირგვლივე ჯერ ყველაფერი არ არის გარკვეული, მთავრობა პირველი კვარტლის გეგმის შესრულებით კმაყოფილია. გადაჭარბებით შესრულებულმა მაჩვენებლებმა საშუალება მისცა ხელისუფლებას მიმდინარე ხარჯები დაეფინანსებინა და პენსიონერთა დაგროვილი დავალიენებების ეტაპობრივ დაფარვაზეც დაეწყო ფიქრი. ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ დიპლომატიური წარმომადგენლობების დავალიანების გასტუმრებაც დაიწყო, სახაზინო სამსახურმა ამისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 მლნ 317 ათასი ლარი გადაურიცხა. საიდანაც მილიონ რვაასი ათასი დეკემბრის თვის დაფინანსებბა, მილიონ ნახევარ ლარამდე აპრილის თვის ხარჯი.

გასულკ კვირასვე ხაზინამ საერთაშორისო დონორი ორგანიზციების მიერ დაფინანსებული პროექტების თანადაფინანსებისათვის 2 მლნ. 200 ათასი ლარი გაიღო. მილიონ 393 ათასი ლარი კი საგარეო ვალების მომსახურებისათვის გადაირიცხა.

პირველი კვარტლის შედარებითმა საბიუჯეტო წარმატებამ სტიმული მისცა გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს ქვეყნის ბიუჯეტში ერთგვარი სარეზერვო ფონდის შექმნის თაობაზე წამოეწყოთ საუბარი. ამგვარი ფონდის შექმნა პარლამენტარ ბესო ჯუღელს უკვე წლის ბოლოსათვის რეალურად მიაჩნია, რის საფუძველსაც მას ბიუჯეტში თანხების მობილიზების პერსპექტივა აძლევს. ამასთან, სახელმწიფოს ექნება გარკვეული სახსრები, რათა საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნას ბიზნესის ნულიდან დაწყების გარანტია. ჯუღელის თქმით, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ პროექტზე უკვე მუშაობს და ხელისუფლება კერძო ბიზნესის განვითარებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებს. ჟვანია მომხრეა, რომ საბიუჯეტო დანაზოგების ბაზაზე სერიოზული, ქმედითუნარიანი საკრედიტო ფონდი შეიქმნას. ფონდი, ბანკებისაგან განსხვავებით, რისკს გაწევს და სესხს გასცემს სასტარტო ეტაპზე. თუ რა ფორმას მიიღებს ეს ნოვაცია ჯერ უცნობია. თავად ბიზნესის განვითარების ფონდის იდეა არახალია და ამგვარი რამ წინა წლის ბიუჯეტითაც იყო ნავარაუდევი, თუმცა გასული საბიუჯეტო წლის ბოლოს არათუ ბიზნესი განვითარებაზე, ელემენტარული მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაც რთული იყო საუბარი. საინვესტიციო კაპიტალის დეფიციტის და საკრედიტო რესურსების სიმწირის და სიძვირის გამო სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის იდეა მისასალმებელია, თუმცა ამ შემთხვევაში მკაცრად უნდა იქნას განსაზღვრული თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს ფონდის სახსრების განკარგვისას და თავად ეს სახსრები აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ისე ბიზნესის წასახალისებლად ამგვარ ფონდებზე მეტად საგადასახადო ბაზის შემცირება და ცივილიზებული სამეწარმეო გარემოს ფორმირება უფრო ეფექტური გამოსავალი იქნება.

მთავრობა ახალ საგადსახადო კოდექსზე მუშაობის დასრულებას სექტემბრისათვის ვარაუდობს. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი საგადასახდო პოლიტიკის საბოლოო სახე ჯერ არ არის გამოკვეთილი, თუმცა ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად მოქმედი 18-მდე სახის გადასახადი 10-მდე შემცირდება. იმედია, შემცირებისას რეალურ სამეწარმეო გარემოს გაითვალისწინებენ და ცვლილებები მხოლოდ მექანიკური ხასიათის იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ის რეფორმა, რაც ე.წ. საგადასახადო ამინისტიას ითვალისწინებს, ანუ მოქმედმა ბიზნესმენებმა 1 ივლისამდე უნდა მოახდინონ წინა წლებში დამალული გადსახდების დეკლარირება, ხოლო მიმდინარე გადასახადები ზედმიწევნითი სკურპულოზურობით უნდა იხადონ. საინტერესოა, რომ ბიზნესმე გადასახადს მალავდა იმიტომ, რომ მისი განაკვეთი იყო მაღალი, რაც მეწარმეობას, ელემენტარულად, ჩრდილოვანი სექტორისაკენ უბიძგებდა. ახალ რეალობაში მეწარმემ უნდა აღიაროს თავისი ვალი ბიუჯეტის მიმართ, ანუ მოახდინოს დეკლარირება და დამალული სახსრების ეტაპობრივი გადახდა და ამასთან მან არ უნდა დაივიწყოს მიმდინარე გადსახადი და თან ეს გადსახადი უნდა იხადოს ამჟამინდელი კოდექსის თანახმად, კოდექსის, რომელიც ყველას აღიარებით. უვარგისია და ზღუდავს მეწამეობას. თუ მთავრობამ შემოდგომამდე მოახერხა ახალი საგდასხადო კანონმდებლობის ფორმირება მისი მიღება უკეთეს შემთხვევაში წლის ბოლოს მოხერხდება. ფისკალური წლის ბოლოს კანონს არავინ ცვლის, შესაბამისად ახალი კოდექსი მომავალი წლიდან აუნდა ამოქმედდეს, ანუ მეწარმემ ეს წელი ისევ ძველი კანონმდებლობით უნდა ჩაათავოს. თუ ბიზნესი წლობით ახდენდა გადსახდის დამალვას და ამასთან ყველა აღიარებდა ამ გადსახადების დრაკონულობას, ძნელი წარმოსადგენია ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მეწარმემ ამჟამად მოახერხოს ისე, რომ ელემენტარული მოგება დარჩეს. ანუ გარკვეული უხერხულობა ამ მხრივ ნამდვილად არსებობს.
XS
SM
MD
LG