Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა


დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვის ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი.

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვის ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი.
მათ განაცხადეს, რომ ბრალდების მიერ წაყენებული ათივე მუხლის მიხედვით უდანაშაულონი არიან. რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯის განაჩენი ელით. პროცესი 25 აპრილისთვის გადაიდო. მოსკოვის მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს იანდარბიევის მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდათ. ამდენად მოსკოვი კატარში დაკავებული საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG