Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კოიძუმიმ განაცხადა, რომ


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კოიძუმიმ განაცხადა, რომ კვლავაც გაურკვეველია მისი თანამოქალაქეების გატაცების ვითარება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კოიძუმიმ განაცხადა, რომ კვლავაც გაურკვეველია მისი თანამოქალაქეების გატაცების ვითარება.
[კოიძუმის ხმა] "სხვადასხვა ცნობები მოდის. მათი შემოწმება არ შეგვიძლია. მძევალთა ოჯახები, ცხადია ძალიან არიან შეწუხებული, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავარჩინოთ გატაცებული თანამოქალქეები". სამი იაპონელი გასულ კვირაში გიიტაცეს. გამტაცებლები სამივეს მოკვლით იმუქრებიან, თუკი იაპონია არ გაიყვანს ერაყში მივლინებულ 550 ჯარისკაცს. კოიძუმიმ გამორიცხა ჯარის ერაყიდან გაყვანა. ეს მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან დიკ ჩეინისთან ტოკიოში შეხვედრის შემდეგ განაცხდა.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ერაყში დაიკარგა სამი ჩეხი მოქალაქე, მათგან ორი, ჩეხეთის ტელევიზიის ოპერატორი და რეპორტიორი, გატაცებული უნდა იყოს. რადიოჟურნალისტი კი კვირის შემდეგ დაკარგულია. ისინი ბაღდადიდან 30 კილომეტრში იყვნენ, როცა მათი კვალი გაქრა. აშშ-ის მეთაურობის თანახმად, აშშ-ის 9 მოქალაქე, 7 სამოქალაქო პირი, და ორი სამხედროა დაკარგული.
XS
SM
MD
LG