Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მოსახლეობისადმი მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი


აჭარის მოსახლეობისადმი მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავტონომიის ხელისუფლებაში არიან ძალები,

აჭარის მოსახლეობისადმი მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავტონომიის ხელისუფლებაში არიან ძალები,
რომლებმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს საქართველოს სახელმწიფოს. "ისინი კბილებამდე შეიარაღდნენ, ემზადებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ომის საწარმოებლად, აღარ ასრულებენ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში. პრეზიდენტი "ბინძურ სიცრუეს" უწოდებს აჭარაში გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს თბილისს განზრახული ჰქონდეს აჭარის ავტონომიის გაუქმება, აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა, აჭარაში სხვა რეგიონებიდან ხალხის მასობრივად ჩასახლება. სააკაშვილი ავტონომიის მოსახლეობას მოუწოდებს, "ერთად გასცენ საკადრისი პასუხი და ერთად დაანახონ მსოფლიოს, რომ საქართველოს მტრების მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს აჭარის მოსახლეობას არ სურდეს დანარჩენ ქართველებთან ერთად ცხოვრება, ცილისმწამებლური მონაჭორია".
XS
SM
MD
LG