Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე


აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონის შორის ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით თბილისიდან ჩასულ

აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონის შორის ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით თბილისიდან ჩასულ
ქართველ ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრის თაობაზე აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკებებს "ასე უცბად არ ექნება შედეგი".
ცენტრსა და აჭარას შორის არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ხუთშაბათს ბათუმში ჩასული ბიზნესმენები, ავტონომიის მეთაურ ასლან აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იმედს გამოთქვამდენ, რომ ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, ბიზნესმენები ოთხშაბათს საღამოს ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ხუთშაბათს ბათუმში ასლან აბაშიძესთან შეხვედრებზე დარწმუნდნენ, რომ ომი არც ერთ მხარეს არ უნდა.
მოცემულ ეტაპზე ბიზნესმენები ასლან აბაშიძესთან საუბრის კონკრეტულ დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებლად მოხერხდება იმ გზით წასვლა, რაც ცივილური სახელმწიფოებისათვისაა მისაღები.


XS
SM
MD
LG