Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა


დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციიდან სამი სუბიექტის გასვლა არც თუ მნიშვნელოვან დანაკლისად შეაფასა.

დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციიდან სამი სუბიექტის გასვლა არც თუ მნიშვნელოვან დანაკლისად შეაფასა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ესპანეთის შემდეგ ერაყიდან საკუთარი ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ჰონდურასმა და დომენიკის რესპუბლიკამ მიიღეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყნების რიგს უახლოეს ხანში შესაძლოა პოლონეთიც შეუერთდეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ლეშეკ მილერმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავისი სამხედრო ძალების სამშობლოში დაბრუნების საკითხს აქტიურად განიხილავს.ლეშეკ მილერის ნათქვამს დღესვე მოგვიანებით კომენტარი გაუკეთა პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა. მარჩინ კაშუბას თქმით, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ პოლონეთი ერაყში თავისი კონტინგენტის გაზრდას არ გეგმავს.
დღეს, თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოუარდმა აღნიშნა, რომ ერაყში მოქმედი ავსტრალიური სამხედრო შენაერთების საქმიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ავსტრალია კოალიციის შემადგენლობაში ჯარებს აღარ გააგზავნის.
XS
SM
MD
LG