Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ გენერალ ჯეიმს კონუეის თქმით


ამერიკელ გენერალ ჯეიმს კონუეის თქმით, მეამბოხეებს ერაყის ქალაქ ფალუჯაში "კვირები კი არა დღეები" ეძლევათ იარაღის ჩასაბარებლად.

ამერიკელ გენერალ ჯეიმს კონუეის თქმით, მეამბოხეებს ერაყის ქალაქ ფალუჯაში "კვირები კი არა დღეები" ეძლევათ იარაღის ჩასაბარებლად.
წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები იერიშებს განაახლებენ. იარაღის დაყრა მთავარი ელემენტია დროებით ზავში, რომელზეც ამერიკული კოალიციისა და ერაყის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები მოელაპარაკნენ ფალუჯის წარმომადგენლებს ამ ქალაქში შეტაკებების შემდეგ. დაპირისპირება გამოიწვია ფალუჯაში 4 ამერიკელი სამოქალაქო პირის მოკვლამ და დასახიჩრებამ, რასაც ამერიკელი სამხედროების იერიშები მოჰყვა. შედეგად ბრძოლებში ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი და ასობით ერაყელი დაიღუპა. ამასობაში, ამერიკელმა გენერალ მაიორმა მარტინ დემპსიმ აღნიშნა, რომ ერაყში ახალი გაწვრთნილი უშიშროების ძალების 40-მა პროცენტმა შეწყვიტა თავისი მოვალეობის შესრულება, ხოლო ამავე უშიშროების ძალების 10 პროცენტი ერაყში ბოლო კვირების ძალადობის დროს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG