Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დღეს ტრაგედიის


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დღეს ტრაგედიის თაობაზე გაკეთებულ პირველ ოფიციალურ განცხადებაში სარკინიგზო

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ დღეს ტრაგედიის თაობაზე გაკეთებულ პირველ ოფიციალურ განცხადებაში სარკინიგზო


კატასტროფის მიზეზად რკინიგზის მუშების უყურადღებობა დაასახელა. ამ განცხადების მიხედვით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ვაგონების აალება ელექტრო კონტაქტმა გამოიწვია.
როგორც დღეს საერთაშორისო სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აფეთქების ადგილი სრულიად განადგურებულია. თავის მხრივ საერთაშორისო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯონ სპეროუმაც დაადსატურა, რომ რკინიგზის სადგური და მისი მიდებარე რაიონები პრაქტიკულად აღარ არსებობს. აფეთქების არეალში, დახლოებით 400 მეტრის მანძილზე დანგრეული და სერიოზულად დაზიანებულია კაპიტალური შენობებიც-მათ შორის სკოლები, საავადმყოფოები.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია 154, მათ შორის 76 სტუდენტი და დაშავებულია 1300 ადამიანი.

XS
SM
MD
LG