Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა


დღეს ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ რაჰმად შალგამ გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს ხანში მისი სამშობლო აღარ იქნება იმ

დღეს ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ რაჰმად შალგამ გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს ხანში მისი სამშობლო აღარ იქნება იმ


ქვეყნების სიაში, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმს აფინანსებენ. სია ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შედგენილი.
გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ვაშინგტონი ლიბიისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს ამსუბუქებს.
თუმცა გადაწყვეტილება არ შეეხება აკრძალვებს იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების ობიექტებით ვაჭრობაზე. ანუ იმაზე, რის გამოც შეერთებული შტატები ლიბიას ტერორიზმის სპონსორობაში ადანაშაულებდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბიასთან 1981 წელს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, უახლოეს ხანში ლიბიის დედაქალაქში საშუამავლო ოფისის გახსნას გეგმავს.
XS
SM
MD
LG