Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო, ევროკავშირი და აშშ გაწბილებას


გაერო, ევროკავშირი და აშშ გაწბილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბერძენმა კვიპროსელებმა უარყვეს გაეროს გეგმა

გაერო, ევროკავშირი და აშშ გაწბილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბერძენმა კვიპროსელებმა უარყვეს გაეროს გეგმა
კუნძულის გაერთიანების შესახებ. შაბათს გამართულ რეფერენდუმზე ბერძენი კვიპროსელების 75-მდე პროცენტმა უარყო გაეროს გეგმა. ხოლო თურქი კვიპროსელების უმრავლესობა, 65 პროცენტი, გეგმას მიემხრო. კვიპროსის ბერძნულ ნაწილში კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტმა ტასოს პაპადოპულოსმა აღნიშნა, რომ ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ კუნძული მომავალშიც გაყოფილი უნდა დარჩეს. [პაპადოპულოსის ხმა] "რეფერენდუმის შედეგი გაერთიანების კატალიზატორი უნდა იყოს და არა პრეტექსტი იმისა, რომ მომავალშიც ორად გაყოფილი დარჩება. ჩვენ, ბერძენი კვიპროსელები და თურქი კვიპროსელები ვიმსახურებთ უსაფრთხო მომავალს ევროპულ ოჯახში, როგორც ერთი ქვეყანა, ერთი ხალხი - როგორც კვიპროსი". რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ 1 მაისს ევროკავშირში შევა კვიპროსის მხოლოდ ბერძნული ნაწილი.
XS
SM
MD
LG