Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ


უკრაინაში გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. დღეს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს

უკრაინაში გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. დღეს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს
ლეონიდ კუჩმას შეხვდა. მათი მოლაპარაკება შეეხებოდა ვაჭრობის სფეროს, ასევე თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. საუბრის თემა იყო საქართველოს ტერიიტორიული მთლიანობა, აჭარის საკითხი. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა კიევში განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის წინააღმდეგ, თუკი ის კვლავ გაგრძელებს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობას.
XS
SM
MD
LG