Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოწოდებით, რომ ზეწოლა განხორციელდეს ბელორუსიის ხელისუფლებაზე,

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოწოდებით, რომ ზეწოლა განხორციელდეს ბელორუსიის ხელისუფლებაზე,
რათა აიძულონ იგი გამოიძიოს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის ოთხი მოწინააღმდეგის გაუჩინარების გარემოებები. ასამბლეამ მინსკის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი. კენჭისყრა შედგა მას მერე, რაც დეპუტატებმა მოისმინეს იურისტ კრისტოს პურგურიდესის მოხსენება, რომელიც 1999-2000 წლებში ოპოზიციონერების გაუჩინარების გარემოებებს სწავლობდა. [პურგურიდესის ხმა] "როგორც სისხლის სამართლის საქმის სპეციალისტი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაუჩინარებები (სინამდვილეში გატაცებები და მკვლელობები) მოხდა ბელორუსიის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მომდინარე ბრძანების თანახმად. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ეს ბრძანება თავად პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გასცა, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იგი გასცეს პრეზიდენტთან ძალზე ახლოს მდგომმა ადამიანებმა," განაცხადა პურგურიდესმა.
XS
SM
MD
LG