Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულენოვანმა ტელესადგურმა "ალ-არაბიამ" ეთერში გაუშვა


არაბულენოვანმა ტელესადგურმა "ალ-არაბიამ" ეთერში გაუშვა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ,

არაბულენოვანმა ტელესადგურმა "ალ-არაბიამ" ეთერში გაუშვა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ,
ჟღერს ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" მაღალი რანგის წარმომადგენლის, აბუ მუსაბ ალ-ზარკავის ხმა. ჩანაწერში უარყოფილია იორდანელი ოფიციალური პირების მიერ წაყენებული ბრალდება, თითქოს "ალ-ყაიდის" ტერორისტები იორდანიაზე ქიმიური იარაღით მასობრივ თავდასხმას გეგმავდნენ. იორდანიის სახელმწიფო ტელევიზიამ ორშაბათს აჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც ტერორიზმში ეჭვმიტანილები აღიარებდნენ, რომ ამანში აპირებდნენ ასეთი თავდასხმის განხორციელებას. "ალ-არაბიას" ეთერით გაშვებულ ჩანაწერში იორდანიელ ოფიციალურ პირებს სიცრუეში ადანაშაულებენ: [უცნობის, შესაძლოა, ალ-ზარკავის ხმა] "იორდანიის დაზვერვამ ორჯერ იცრუა: ერთხელ, როცა თქვა, რომ ისლამური ერის განადგურებას ვაპირებთ და მეორედ, როცა თქვა "შეთქმულების განხორციელება არ დავუშვითო". ყველაფერი, რაც ნათქვამი იყო დიდ ქიმიურ ბომბზე, რომელიც ათასობით ადამიანის დახოცვას შეძლებდა, მტკნარი სიცრუეა". ამასთან, ფირზე ჩაწერილი ხმა ამბობს, რომ ალ- ყაიდას ჰქონდა იორდანიის დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინის განადგურების გეგმა.
XS
SM
MD
LG