Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები


საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილება პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 14-16 მაისს დაგეგმილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისას რუმინეთში.

საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილება პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 14-16 მაისს დაგეგმილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისას რუმინეთში.
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში პირისპირ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ იონ ილიესკუსთან. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს ნიკოლაე ვაკაროიუსს შეხვდება. ამავე დღეს, დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ვალერ დორნეანუსთან და პრემიერ-მინისტრ ადრიან ნასტასესთან. ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ,,ნატოს სახლში" გამოვა სიტყვით თემაზე "საქართველო და მისი ევროატლანტიკური მიზნები". დაგეგმილია ასევე მიხეილ სააკაშვილის და იონ ილიესკუს შეხვედრა რუმინელ და ქართველ ბიზნესმენებთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს მოინახულებს.
XS
SM
MD
LG