Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, აბუ ღრაიბის სამხედრო ციხიდან


ერაყში, აბუ ღრაიბის სამხედრო ციხიდან 315 პატიმარი გაათავისუფლეს.

ერაყში, აბუ ღრაიბის სამხედრო ციხიდან 315 პატიმარი გაათავისუფლეს.
ამერიკელი გენერლის მარკ კიმიტის განცხადებით, პატიმართა შემდეგ პარტიას მომავალ კვირაში გაათავისუფლებენ. [მარკ კიმიტის ხმა] "პატიმართა შემდეგ ჯგუფს 21 მაისს, დილით გაათავისუფლებენ. განზრახული გვაქვს 475 პატიმრის გათავისუფლება. იმ 22 პატიმარს, რომელთა გათავისუფლება პარასკევს გადაიდო, ასევე 21 მაისს გამოუშვებენ ციხიდან." დღეს გათავისუფლებულ პატიმართაგან ზოგიერთმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელი ზედამხედველები ტყვეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ. დამოუკიდებელი წყაროებით გათავისუფლებულ პატიმართა მონათხრობის შემოწმება ვერ ხერხდება, მაგრამ ის დაახლოებით ემთხვევა გასული თვის მიწურულს გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახულ ეპიზოდებს, რომლებიც დამცირებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ადასტურებს.
XS
SM
MD
LG