Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საღამოს თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის


დღეს საღამოს თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის გაზეთ "დეილი მირორის" რედაქტორი პირს მორგანი

დღეს საღამოს თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის გაზეთ "დეილი მირორის" რედაქტორი პირს მორგანი
- მას შემდეგ, რაც ამ გაზეთში გამოქვეყნებული, ერაყელ პატიმართა წამების ამსახველი ფოტოსურათები ყალბი გამოდგა. "დეილი მირორის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოსურათები ყალბია და "დეილი მირორი" მიზანმიმართული, კარგად გათვლილი მანიპულაციის მსხვერპლად იქცა. ამავე განცხადების თანახმად, რედაქტორ მორგანისთვის მუშაობის გაგრძელება მიზანშეწონილი აღარ იქნებოდა და იგი გადადგა.
XS
SM
MD
LG