Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედროებმა, რომლებმაც ღაზაში, პალესტინელთა


ისრაელის სამხედროებმა, რომლებმაც ღაზაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ქალაქ რაფაჰში ტანკებისა და ბულდოზერების

ისრაელის სამხედროებმა, რომლებმაც ღაზაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ქალაქ რაფაჰში ტანკებისა და ბულდოზერების
საშუალებით, შვეულმფრენების მხარდაჭერით გზის გაყვანა დაიწყეს და სახლები დაანგრიეს, დახოცეს 18 პალესტინელი. ისრაელი მსოფლიოში, სხვათა შორის აშშ-ის მხრივაც, კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მისმა ჯარისკაცებმა პალესტინელთა 100-მდე სახლი დაანგრიეს და 1000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვეს.შშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ ეს მოვლენები შემაშფოთებელია, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას ტერორიზმისგან. არაბულმა ლიგამ გაეროს მიმართა, სასწრაფოდ ჩაერიოს მომხდარში. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ლტოლვილთა ბანაკში მისი ქმედება ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ აქტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG