Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი


თურქეთის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი საქართველოს მოუწოდებს, მშვიდობიანად მოაგვაროს უთანხმოება სეპარატისტულ რეგიონებთან.

თურქეთის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი საქართველოს მოუწოდებს, მშვიდობიანად მოაგვაროს უთანხმოება სეპარატისტულ რეგიონებთან.
ეს განცხადება სეზერმა ანკარაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სეზერისვე თქმით, თუ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხებს მშვიდობიანად მოაგვარებს, ეს მთელს კავკასიას მოუტანს სარგებელს. იუწყებიან ასევე, რომ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს ერთიანობის მხარდაჭერისათვის და მას მოუწოდა საქართველოში, უწინარეს ყოვლისა აჭარაში ინვესტირებისაკენ. ანკარაში მოლაპარაკებაზე საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები ორი ქვეყნის სარკინიგზო სისტემების დაკავშირებაზე შეთანხმდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ანკარაში, ბრიფინგზე განაცხადა, აჭარის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის მონაკვეთი თურქეთის რკინიგზას შეუერთდება. სეზერმა კი გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს პროექტების რეალიზებაში, მათ შორის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. ხვალ სააკაშვილი სტამბულში ჩავა.
XS
SM
MD
LG