Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ფხენიანში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა


დღეს ფხენიანში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჯუნიჩირო კოიზუმიმ და ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ილიმ შეთანხმებას მიაღწიეს

დღეს ფხენიანში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჯუნიჩირო კოიზუმიმ და ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ილიმ შეთანხმებას მიაღწიეს


წლების წინ გატაცებული იაპონელი მოქალაქეების ნათესავების გათავისუფლების შესახებ.
აღნიშნული პირები 1970-იან, 80-იან წლებში იაპონიიდან ჩრდილოეთ კორეაში იაპონური ენისა და კულტურის შესწავლის მიზნით გატაცებული ადამიანების შვილები არიან. რვიდან ხუთი გატაცებული იაპონელის პირველი რეპატრიაცია 2002 წლის ოქტომბერში მოხდა. თუმცა მათ ჩრდილოეთ კორეაში ახლობლები დარჩათ. ჩრდილოეთ კორეამ დღეს სწორედ მათი გათავისუფლების შესახებ განაცხადა თანხმობა.
დღესვე კიმ ჩონ ილიმ და ჯუნიჩირო კოიზუმიმ ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამის თაობაზე ისაუბრეს. ჩრდილოეთი კორეის ატომური იარაღის პროგრამის ექვსმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG