Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბათუმში გაიხსნა მცირე ბიზნესის


დღეს ბათუმში გაიხსნა მცირე ბიზნესის განვითარების პრობლემებისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც

დღეს ბათუმში გაიხსნა მცირე ბიზნესის განვითარების პრობლემებისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც

გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.
კონფერენციის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
60-მდე ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობისა და შესაძლებლობების თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას წარმოადგენს.
საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი დღეიდან აჭარაში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე შეღავათიანი მიკროკრედიტების გაცემას იწყებენ.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ორი მიმართულებით განხორციელდება - ტურისტული სეზონისთვის მზადება, ანუ ტურისტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება და სხვა უფრო მოცულობითი სფეროები, როგორიცაა ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, კვების პროდუქტების წარმოება და სხვ.
ყველაზე აქტიურად ამ პროგრამაში ჯერჯერობით ,,პროკრედიტბანკი" მუშაობს, რომელსაც უკვე ჰქონდა მიკროდაფინანსების პრაქტიკა აჭარაში.
საქართველოში დღეისათვის 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი სასესხო პორტფელი დაახლოებით 20 მილიონი ლარია.

XS
SM
MD
LG