Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სარდლობა ავღანეთის თავისუფლების


შეერთებული შტატების სარდლობა ავღანეთის თავისუფლების აღკვეთის ადგილების საფუძვლიან შესწავლას აპირებს. მოკვლევას

შეერთებული შტატების სარდლობა ავღანეთის თავისუფლების აღკვეთის ადგილების საფუძვლიან შესწავლას აპირებს. მოკვლევას


ბრიგადის გენერალი ჩარლს ჯაკობი გააკეთებს. იგი ავღანეთში შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში მყოფ 20 საპატიმროს მოინახულებს და იქ არსებულ ვითარებაზე რაპორტს ივნისისთვის მოამზადებს. ავღანეთში საპატიმროებს ამჯერად უკვე სამი საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს.
შეერთებული შტატების სარდლობის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება ხელახლა უბრუნდება ავღანეთისა და ერაყის საპატიმროებში გარდაცვლილი რვა პატიმრის საქმეს. მათ შორისაა ერთ-ერთი გარდაცვლილი ერაყელი გენერლის საქმეც.
ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ მყოფ საპატიმროებში უკვე 37 პატიმარია გარდაცვლილი.
XS
SM
MD
LG