Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სატრანსპორტო


დღეს რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სატრანსპორტო კატასტროფის შედეგად ამიაკით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა.

დღეს რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სატრანსპორტო კატასტროფის შედეგად ამიაკით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა.


დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი. მათ შორის 6 მეხანძრეა, 2 ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი და 8 რიგითი ადამიანები, რომლებიც გადაბრუნებული ცეცხლმოკიდებული სატვირთო ავტომანქანის საყურებლად შემთხვევის ადგილზე მოგროვდნენ. მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას შეუდგნენ. აფეთქების ადგილას 10 მეტრის სიღრმის ორმო წარმოიქმნა. დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც რულთან ჩაეძინა.
XS
SM
MD
LG