Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ


გაეროში აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ ერაყში ოკუპაციის ოფიციალურ დასრულების შესახებ წარდგენილი რეზოლუცია მსოფლიოს

გაეროში აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ ერაყში ოკუპაციის ოფიციალურ დასრულების შესახებ წარდგენილი რეზოლუცია მსოფლიოს
პოლიტიკოსებმა თავშეკავებულად მიიღეს. გერმანიის საგარეო საქმთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა თქვა, რომ რეზოლუცია კარგი საფუძველია ერაყის მომავალზე სჯა-ბაასის დროს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელ ბარნიემ თქვა, რომ პროექტს განთვითარება სჭირდება.აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშიებით რუსეთმა განაცხადა, რომ ბევრ შეკითხვას აღძრავს და რომ რუსეთი მის განიხლვაში მონაწილეობას მიიღებს, როცა ერაყის დროებითი მთავრობა ამოქმედდება. ერაყის აშშ-ის მიერ არჩეული მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ღაზი მაშალ იავარი მიესალმა პროექტს, მაგრამ თქვა, რომ ერაყის გარდამავალ მთავრობას უნდა შეეძლოს კონტროლის ქონა განვითარებისა და აღდგენის სახსრებზე, ასევე უფლება, უთხრას უცხოეთის ჯარებს დატოვონ ქვეყანა.
XS
SM
MD
LG