Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების თანახმად, მას


ამერიკის შეერთებული შტატების თანახმად, მას სანდო ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, რომ "ალ-ყაიდა" დიდ თავდასხმას გეგმავს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან ამერიკის ინტერესებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების თანახმად, მას სანდო ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, რომ "ალ-ყაიდა" დიდ თავდასხმას გეგმავს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან ამერიკის ინტერესებზე.
შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრის ჯონ ეშკროფტის თქმით, ამას მოწმობს ვაშინგტონის ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაცია. [ეშკროფტის ხმა] "სხვადასხვა წყაროდან მომდინარე სანდო ინფორმაცია ინფორმაცია მოწმობს, რომ "ალ-ყაიდა" უახლოეს რამდენიმე თვეში თავდასხმას გეგმავს შეერთებულ შტატებზე." ეშკროფტის თქმით, "ალ-ყაიდა" აცხადებს, რომ თავდასხმისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. ეშკროტის სიტყვებით, "ალ-ყაიდა" შესაძლოა მოელოდეს ისეთსავე რეაქციას, როგორიც მოჰყვა ესპანეთში 11 მარტს განხორციელებულ ტერაქტებს. მადრიდში მომხდარმა აფეთქებებმა გავლენა მოახდინა არჩევნებზე და ერაყიდან ესპანეთის ჯარების გაყვანა მოჰყვა შედეგად.
XS
SM
MD
LG