Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ ჰუნემი, რომელიც


ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ ჰუნემი, რომელიც გუშინ ისრაელის უშიშროების სამსახურის მუშაკებმა დააკავეს,

ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ ჰუნემი, რომელიც გუშინ ისრაელის უშიშროების სამსახურის მუშაკებმა დააკავეს,
ისევ გაათავისუფლეს დღეს საღამოს. ჰუნემია ის ჟურნალისტი, რომელმაც 1986 წელს ინტერვიუ ჩამოართვა მორდეხაი ვანუნუს - კაცს, რომელმაც ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაამხილა. მაშინ, 1986 წელს, ლონდონში გამომავალ გაზეთ "სანდეი თაიმსში" გამოქვეყნებული ამ ინტერვიუს საფუძველზე დაასკვნეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომ ისრაელი ბირთვულ იარაღს ფლობდა. ისრაელში ვანუნუს ღალატისთვის პატიმრობა მიესაჯა - ის გასულ თვეში გაათავისუფლეს ციხეში 18 წლის შემდეგ. ისრაელის მასმედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ჰუნემის დაპატიმრების მიზეზი იყო ეჭვი, რომ ის ახლაც აპირებს ინტერვიუს აღებას ვანუნუსთან, რაც ჯერ-ჯერობით აკრძალულია. როგორც იუწყებიან, ჰუნემმა 24 საათიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ისრაელს უნდა "სცხვენოდეს" მისი დაპატიმრების გამო.
XS
SM
MD
LG