Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების


ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოალიციამ შეაჩერა იერიში ნაჯაფში რადიკალი შიიტი სასულიერო პირის მოყტადა ალ-სადრის

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოალიციამ შეაჩერა იერიში ნაჯაფში რადიკალი შიიტი სასულიერო პირის მოყტადა ალ-სადრის
წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ალ-სადრმა გამოთქვა მზადყოფნა, გაიყვანოს თავისი მებძროლები. ნაჯაფი შიიტების წმინდა ქალაქია. მანამდე გავრცელდა ალ-სადრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც ის მოითხოვს, გადაიდოს მისთვის წაყენებულ მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა და დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია მისი შეიარაღებული მომხრეების, "მაჰდის არმიის" მომავალზე. ერაყში ამერიკელების კოალიციის პრეს-მდივანმა დან სენორმა იმედი გამოთქვა, რომ გარიგებას შესაძლოა სამშვიდობო დარეგულირება მოჰყვეს. თუმცა, ასევე სენორის თქმით, ალ-სადრისაგან მაინც მოითხოვენ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას და შეიარაღებული ორგანიზაციის დაშლას.
XS
SM
MD
LG