Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, საუდის არაბეთის ქალაქ


როგორც იტყობინებიან, საუდის არაბეთის ქალაქ ხობარში შეიარაღებულმა ისლამისტებმა 50-მდე უცხოელი აიყვანეს მძევლად.

როგორც იტყობინებიან, საუდის არაბეთის ქალაქ ხობარში შეიარაღებულმა ისლამისტებმა 50-მდე უცხოელი აიყვანეს მძევლად.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მძევალთა შორის არიან ამერიკელები, იტალიელები და რამდენიმე სხვა უცხოელი. დღეს საუდის არაბეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლები შეიჭრნენ ხობარის ერთ-ერთ კვარტალში მდებარე სახლებში, სადაც, გამტაცებლები იყვნენ გამაგრებული. ტახტის მემკვიდრე აბდულამ, რომელიც სამეფოს დე ფაქტო მმართველია, განაცხადა, რომ სროლაში სულ ცოტა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, იქნა მოკლული. ერთ-ერთ ისლამურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მომხდარისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდამ" იკისრა. განცხადების ავთენტურობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
XS
SM
MD
LG