გაეროს სამხედრო ტრიბუნალის გენერალური პროკურორი კარლა დელ პონტე ბოსნიაში ჩავიდა
და ბოსნიელი სერბების ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მოელის კონკრეტულ შედეგებს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილების შეპყრობასთან დაკავშირებით. დელ პონტე ჟურნალისტებს ესაუბრა ბოსნიელი სერბების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ბოსნიელი სერბების რესპუბლიკასთან თანამშრომლობა ბოლო წლებში ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა მას სჯერა რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელებს სურთ გაეროს ტრიბუნალთან თანამშრომლობა. ამ კვირაში დელ პონტე ხორვატიაშიც ჩავა, სადაც სასამართლომ დღეს დაიწყო ყოფილი გენერლის, ხორვატი მირკო ნორაჩის საქმის მოსმენა. ლაპარაკია სააპელაციო მოსმენაზე. ნორაჩს მარტში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 1991 წელს, ხორვატია-სერბიის ომში, სულ ცოტა 50 სერბი სამოქალაქო პირის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების ბრალდებით. ეს განაჩენი დაცვამაც და ბრალდებამაც გაასაჩივრეს.