Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება


თურქეთის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ციხიდან გათავისუფლდეს 4 ქურთი ყოფილი პარლამენტარი,

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ციხიდან გათავისუფლდეს 4 ქურთი ყოფილი პარლამენტარი,
სანამ ეს ადამიანები (მათ შორის ქურთების უფლებების დამცველი ცნობილი აქტივისტი ქალი, ლეილა ზანა) განმეორებით სასამართლო პროცესს ელოდებიან. საინფორმაციო სააგენტო "ანატოლიის" ცნობით, ყოფილი პარლამენტარების ვექილებმა მოითხოვეს თავიანთი კლიენტების გათავისუფლება სასამართლოს 8 ივლისის სხდომამდე. 4 ყოფილ პარლამენტარს იმუნიტეტი მოუხსნეს 1994 წელს და მათ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქურთი სეპარატისტების შეიარაღებულ ორგანიზაცია "ქურთისტანის მუშათა პარტიას", ანუ "პეკაკასთან" კავშირში ბრალდების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს მოთხოვნით, მათ კიდევ ერთხელ მოუწყვეს პროცესი, მაგრამ ისიც იმავე განაჩენით დამთავრდა. ევროკომისიამ დაგმო განაჩენი და აღნიშნა, რომ მან შესაძლოა ავნოს თურქეთის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.
XS
SM
MD
LG