Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი


საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი დადებითად აფასებს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი დადებითად აფასებს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში
თბილისის გააქტიურებას. რივის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ყველა ჰუმანიტურული აქცია ცხინვალის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებასთან, ხორციელდება მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებითა და კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შედეგების მიხედვით. რივმა დასძინა, რომ ეუთო მზად არის, გააგრძელოს დახმარება რეგიონის რეაბილიტაციისა და დევნილთა დახმარების პროცესში. "კონფლიქტი უნდა გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე და ამ პოზიციას მხარს უჭერს ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიო", განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა.
XS
SM
MD
LG