Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ახალი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ახალი საგადასახადო კოდექსის საწყისი ვარიანტი წარადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ახალი საგადასახადო კოდექსის საწყისი ვარიანტი წარადგინა.
მისი განმარტებით, ტექსტის საბოლოო ვარიანტის წარდგენა ივლისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. თბილისში, სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ, ჟვანიამ აღნიშნა, რომ პრინციპები, რომლითაც მთავრობა საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებისას იხელმძღვანელებს შემდეგია: ახალი კოდექსი უნდა იყოს მარტივი, გასაგები და არაორაზროვანი. ჟვანიას განცხადებით, ამჟამად არსებული 21 სახეობის გადასახადიდან რჩება მხოლოდ 9.
XS
SM
MD
LG