Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვა

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვა სრულიად არ იყო მზად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების თავიდან ასაცილებლად - მიაჩნია დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც ტერარქტებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს.

დღეს ვაშინგტონში გამართულ მოსმენაზე გამოცხადებულ წინასწარ ანგარიშში ნათქვამია, რომ პენტაგონის შესაბამისი სამსახურები დაიბნენ და ტერორისტების მიერ მოტაცებული ვერცერთი ავიალაინერის შეჩერება ვერ შეძლეს. ანგარიშში კომისია აგრეთვე ამტკიცებს, რომ არ აღმოჩენილა იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი დახმარებას უწევდა "ალ-ყაიდას". კომისიის მუშაობის საბოლოო შედეგები 26 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს.
XS
SM
MD
LG