Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუცია, რომელიც ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭომ ერთხმად მიიღო,

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუცია, რომელიც ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭომ ერთხმად მიიღო,
მკაცრად აკრიტიკებს ირანს ამ ორგანიზაციასთან არადამაკმაყოფილებელი თანამშრომლობის გამო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ გააკრიტიკა რეზოლუცია და თქვა, რომ მას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ თეირანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წინაშე შეასრულებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ ირანი ატომური იარაღის დამზადებაზე მუშაობს, ირანი კი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ ატომური ენერგიის მხოლოდ სამოქალაქო სექტორში გამოყენებას აპირებს. მოსკოვმა დღეს მხარი დაუჭირა გაეროს ამ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი გააუმჯობესებს თანამშრომლობას ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიაკმა თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ის არის, რომ მან უნდა უპასუხოს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ატომური პროგრამის შესახებ.

XS
SM
MD
LG