Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი


ერაყში პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც ქალაქ ქირქუქში ნავთობკომპანიის უშიშროების სამსახურის უფროსის

ერაყში პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც ქალაქ ქირქუქში ნავთობკომპანიის უშიშროების სამსახურის უფროსის
მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. ერთ-ერთი დაკავებულთაგანი სადამ ჰუსეინის ყოფილი მცველი იყო. ხაზემ შალანმა, რომელიც ერაყის დროებითი მთავრობის თავდაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს, პირობა დადო, რომ ნაპოვნი და მკაცრად დასჯილნი იქნებიან გუშინდელი ტერაქტის ორგანიზატორები და აღმსრულებლები. აფეთქებების შედეგად ხუთშაბათს 41 ადამიანი დაიღუპა და 140-მდე ადამიანი დაიჭრა. აფეთქებამ, რომელიც ბაღდადში, ერაყის ახალ ჯარში ჯარიკაცთა გაწვევის ცენტრის მახლობლად მოხდა, სულ ცოტა 35 ადამიანი იმსხვერპლა. 130 ადამიანზე მეტი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG