Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი რადიკალი შიიტი სასულიერო


ერაყელი რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის განცხადება,

ერაყელი რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ სადრის განცხადება,
რომელიც მისი უფლებამოსილებით მისმა წარმომადგენელმა წაიკითხა, წარმოადგენდა მოწოდებას დროებითი მთავრობის მიმართ - არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. მოყტადა სადრმა დახმარება აღუთქვა მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ იგი - ანუ, დროებითი მთავრობა - ხალხის მხარეს დაიკავებს. სადრმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ორ თვეზე მეტ ხანს ებრძოდა, თავიდან აკრიტიკებდა დროებით მთავრობას, მაგრამ ბოლო ხანს შედარებით შეარბილა თავისი დამოკიდებულება და ნაჯაფში თავის მებრძოლებს სახლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა. ამასობაში ერაყში გრძელდება მწვავე შეტაკებები კოალიციასა და მეამბოხეთა შორის. ამერიკის ჯარებმა ორი მეამბოხე მოკლეს ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე ორი მეამბოხე მოკლეს კოალიციის ჯარებმაც შეიარაღებული შეტაკებებისას დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში. კოალიციის მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.



XS
SM
MD
LG