Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 პოლიტიკური პარტია და 1


8 პოლიტიკური პარტია და 1 საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც კვირას ჩატარდება.

8 პოლიტიკური პარტია და 1 საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც კვირას ჩატარდება.
როგორც პრაიმ-ნიუსს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, არჩევნებში კენჭს იყრიან ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ,,ბერძენიშვილი - რესპუბლიკელები", სახელისუფლებო პარტია ,,სააკაშვილი - გამარჯვებული აჭარა", ,,მერაბ კოსტავას საზოგადოება", ,,დემოკრატიული სიმართლის პარტია", ,,ახალი კომუნისტური პარტია", ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია", ,,ერთიანი კომუნისტური პარტია", ბლოკი ,,ძლიერი აჭარა - ერთიანი საქართველოსთვის", რომელშიც შედიან ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" , ,,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია".
აჭარის უმაღლესი საბჭოში 30 სადეპუტატო ადგილია, აქედან 18 პროპორციული, 12 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.
კვირას აჭარის ავტონომიაში 301 უბანი გაიხსნება არჩევნებისთვის.
XS
SM
MD
LG