Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა


ირანის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ალი რეზა აფშარმა განაცხადა, რომ ირანში დაკავებული 8

ირანის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ალი რეზა აფშარმა განაცხადა, რომ ირანში დაკავებული 8
ბრიტანელი მეზღვაური განთავისუფლებული იქნება, თუკი გაირკვევა, რომ მათ მტრული განზრახვა არ ჰქონიათ. ადრე ირანის პრესა იუწყებოდა, რომ ისინი შეიძლება გაასამართლონ. ირანის ტელევიზიამ დღეს უჩვენა, ორ მეზღვაური, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მათი გემი შეცდომით შევიდა ირანის ტერიტორიულ წყლებში და ბოდიში მოუხადეს ირანს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეზღვაურები ეხმარებიან წვრთნაში ერაყის არმიას. მათ მცირე საპატრულო გემებს საბორტო იარაღი არ აქვს, მაგრამ პერსონალი შეირაღებულია.
XS
SM
MD
LG