Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის, ასლან


აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის შვილი დიანა აბაშიძე არ აპირებს ფულის გადახდას,

აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის შვილი დიანა აბაშიძე არ აპირებს ფულის გადახდას,
როგორც ამას ფინანსური პოლიცია მოითხოვს, და მზადაა, ციხეში წავიდეს. გარდა ამისა, ის დაკითხვისას მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს. ბოლო ოთხი დღის მანძილზე ფინანსურმა პოლიციამ სამჯერ დაკითხა დიანა აბაშიძე. საინფორმაციო სააგენტო "მედია-ნიუსის" ცნობით, მას სახელმწიფოსათვის 20-დან 40 მილიონამდე ლარის დამალვაში ედავებიან. იუწყებიან ასევე, რომ დიანა აბაშიძის დაკითხვის გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ. მასში გამოთქმულია იმედი, რომ ოფიციალური თბილისი მიიღებს ზომებს დიანა აბაშიძის ფაქტობრივი შინა პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და არ დაუშვებს ძალადობას ასლან აბაშიძის ოჯახის მიმართ.
XS
SM
MD
LG