Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თათრებისა


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თათრებისა და ეთნიკური კუთნვილების გამო

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თათრებისა და ეთნიკური კუთნვილების გამო
საბჭოთა რეჟიმის წლებში გადასახლებული სხვა ადამიანების უფლებების აღდგენას. 1944 წელს, სტალინის მმართველობის დროს, უზბეკეთში გადაასახლეს 200 000-ზე მეტი თათარი. ისინი ფაშისტებთან კოლაბორაციაში იყვნენ ეჭვმიტანილი. იმავე მიზეზი გადასახლებაში მოყვნენ ბულგარელები, ბერძნები, გერმანელები, ინგუშები... ახალ ზომას, ძალაში შესასვლელად, ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ. ის გადასახლებულებს, ვინც უკრაინაში დაბრუნდა, ისევე როგორც მათ შვილებს, უკრაინის მოქალქის სრულ უფლებებს ანიჭებს. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას დაბინავების, დასაქმების, განათლების სფეროებში. თათრები ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG