Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა


გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ მხოლოდ მხარეების პოლიტიკური შეთანხმებითაა შესაძლებელი

გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ მხოლოდ მხარეების პოლიტიკური შეთანხმებითაა შესაძლებელი
იმ ძალადობისთვის ბოლოს მოღება, რომელიც ერაყის გარდამავალი მთავრობისთვის ძალაუფლების გადაცემას მოჰყვა რამდენიმე დღის წინ. კოფი ანანმა პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა:
"მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლებელია. აუცილებელია პოლიტიკური კურსის არჩევა. ამიტომ, გთხოვთ, სათანადოდ შეაფასოთ ის ძალისხმევა, რომელიც დემოკრატიული პროცესის მოგვარებას და ამ პროცესში ყველა ერაყელის ჩართვას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში არა ძალისმიერი მეთოდებით, არამედ მხოლოდ ასეთი მოქმედებით მივაღწევთ სასურველ შედეგს".კოფი ანანმა აღნიშნა აგრეთვე, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარებმა დახმარება უნდა გაუწიონ ავღანეთს, ქვეყანაში წესრიგის დამყარების საქმეში და უზრუნველყონ სექტემბერში დანიშნული არჩევნების დროულად ჩატარება და მისი უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG