Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბოხებულებმა ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა


ამბოხებულებმა ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს ქალაქ ბაქუბაში უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა უმსხვილესი

ამბოხებულებმა ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს ქალაქ ბაქუბაში უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა უმსხვილესი
შიიტური პოლტიკური პარტიის შტაბ-ბინაზე მიიტანა იერიში. მოკლულია სულ მცირე სამი ადამიანი. იმავდროულად თავდასხმა მოხდა ერაყის პრემიერ-მინისტრ იადი ალაულის პარტიის ოფისზე. მსხვერპლი არ არის. ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ერბილში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 40 დაიჭრა. დაჭრილთა შორისაა ქურთთა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ალყაში მოხვედრის შემდეგ დღეს კიდევ ორი ერაყელი პოლიციელი დაიღუპა ქალაქ მახმუდიაში.
XS
SM
MD
LG