Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ რამსფელდი დღეს გზად მოლდავეთში


დონალდ რამსფელდი დღეს გზად მოლდავეთში შეჩერედა

დონალდ რამსფელდი დღეს გზად მოლდავეთში შეჩერედა
სტამბოლში, ნატოს სამიტზე მიმავალი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი დღეს გზად მოლდავეთში შეჩერედა. მოლდავეთის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს დონალდ რამსფელდმა მადლობა გადიხადა იმისათვის, რომ მოლდაველი ჯარისკაცები ერაყში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იცავენ მშვიდობას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა მოლდავეთის ხელისუფალთ, აგრეთვე დნესტრისპირეთის სეპარატისტული კონფლიქტის გადაჭრისაკენ მოუწოდა. "უეჭველია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს დნესტრისპირეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგებას და მის რეინტეგრაციას სუვერენული მოლდოვეთის შემადგენლობაში ". დნესტრიპირეთი მოლდოვეთს 1990 წელს სეპარატისტული კონფლიქტის შემდეგ გამოეყო. 1992 წლიდან დენსტრისპირეთში, ისევე როგორც აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში, მშვიდობას რუსი ცისფერჩაფხუტიანები იცავენ.
XS
SM
MD
LG