Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიანსის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დაეხმარონ


ალიანსის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დაეხმარონ ერაყის ახალ გარდამავალ ხელისუფლებას უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაში

ალიანსის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დაეხმარონ ერაყის ახალ გარდამავალ ხელისუფლებას უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაში
. საუბარი შეეხო აგრეთვე ნატოს მისიის გაფართოებას ავღანეთში. სამიტის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ალიანისის ისტორიასა და მის მომავალზე შეაჩერა ყურადღება.
"ალიანსი, რომელიც 55 წლის წინ 12 სახელმწიფომ დააფუძნეს, ახლა უკვე ორჯერ მეტ ერს აერთიანებს. ეს კი ტრანსატლანტიკური კავშირის ფასეულობათა სიცოცხლიუსნარიანობას ცხადჰყოფს. დღეს 26 სახელმწიფო განაპირობებს ამ ფასეულობათა დაცვას და მათ გადაცემას მომავალი თაობებისათვის."განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოს სამიტის გახსინის დროს.
სამიტზე ნატოს ლიდერებმა მიიღეს განცხადება, რომელიც გამოთმულია მზადყოფნა, დახმარონ ერაყის გარდამავალ მთავრობას ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი უსაფრთხეობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ნატო მზად არის აგრეთვე 7000-დან 10 000 კაცამდე გაზარდოს სამხედრო ძალების რაოდენობა ავღანეთშიროგროც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელიც ავღანეთში გაეროს მანდატის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებს ხელმძღვანელობს, არაერთხელ მიიღო თხოვნა ავღანეთის გარდამავალი ხელისუფლებისაგან, რათა მეტი სამხედრო ძალა განალაგოს ქაბულის გარეთ და ამით უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება მომავალი არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG